Wednesday 26 February 2014

მეცხრე დღე

   გადავხედეთ პროექტის პორტფოლიოს. შევქმენით პიკასა ალბომი. მიმოვიხილეთ ბლოგი, საკვანძო საკითხები. წარვადგინეთ პროექტი. ძალიან მომეწონა ტრენინგი. სასარგებლო რესურსი მივიღეთ, რასაც აქტიურად გამოვიყენებთ. 

ტრენინგის მერვე დღე

   გავიმეორეთ შესწავლილი მასალა. განვიხილეთ ფასილიტაციის ნიმუშები და  ჩვენც შევქმენით ჩვენი ფასილიტაცია. ვიმუშავეთ ჩეკლისტზე.  გადავხედეთ პორტფოლიოს და ავტვირთეთ.

Saturday 22 February 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე

  შესწავლელი მასალა გავიმეორეთ. გვეცანით მოსწავლეთა საჭიროებების მიხედვით წარმოდგენილ მასალას. თემის გათვალისწინებით შევქმენით და დავხვეწეთ მსგავსი გეგმა. 

ტრენინგის მეექვსე დღე

  გავიმეორეთ წინა დღეს შესწავლილი მასალა. განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები. ვიმუშავეთ მოსწავლის ბლოგზე-გვერდები და გაჯეტები. შევქმენით მოსწავლის პრეზენტაცია.  

Saturday 15 February 2014

ტრენინგის მეხუთე დღე


მასალის გამეორება
 ვიდეოს გადმოტანა ბლოგში.



  გავიმეორეთ და განვამტკიცეთ  შესწავლილი მასალა. ვიმუშავეთ ,,youtube" დან საჭირო ვიდეო მასალის გადმოტანასა და ბლოგში ჩამატება-განთავსებაზე. ინტერნეტში მოვიძიეთ თემასთან დაკავშირებული სურათები და  ჩავამატეთ ბლოგში. გავეცანით საავტორო უფლებებისა და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებს, მათი გამოყენების წესებს.

Sunday 9 February 2014

ტრენინგის მეოთხე დღე

გავიმეორეთ და განვამტკიცეთ წინა დღეს შესწავლილი მასალა, რამაც გაგვიადვილა დღევანდელ მასალაზე მუშაობა. განვიხილეთ  შეფასების სხვადასხვა ფორმები და შევქმენით პროექტისათვის საჭირო შეფასების რუბრიკები.შევქმენით პროექტის პრეზენტაციის პორტფოლიო და ავტვირთეთ ბლოგზე.



Saturday 8 February 2014

ტრენინგის მესამე დღე

                                                     
  ტრენინგი დავიწყეთ შესწავლილი მასალის გამეორებით. გადავხედეთ პუბლიკაციის მოთხოვნებს. კიდევ ერთხელ გავარჩიეთ ინსტრუმენტები  ტექსტურ რედაქტორში. გადავხედეთ ჩვენ მიერ შესრულებულ პუბლიკაციას. შემდეგ ვიმუშავეთ სტანდარტის დადგენაზე, განვსაზღვრეთ პროექტის მიზანი და ამოცანები, კითხვების ტიპები და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.