გადავხედეთ პროექტის პორტფოლიოს. შევქმენით პიკასა ალბომი. მიმოვიხილეთ ბლოგი, საკვანძო საკითხები. წარვადგინეთ პროექტი. ძალიან მომეწონა ტრენინგი. სასარგებლო რესურსი მივიღეთ, რასაც აქტიურად გამოვიყენებთ.
ინტელის ძირითადი სასწავლო კურსი
Wednesday, 26 February 2014
ტრენინგის მერვე დღე
გავიმეორეთ შესწავლილი მასალა. განვიხილეთ ფასილიტაციის ნიმუშები და ჩვენც შევქმენით ჩვენი ფასილიტაცია. ვიმუშავეთ ჩეკლისტზე. გადავხედეთ პორტფოლიოს და ავტვირთეთ.
Saturday, 22 February 2014
ტრენინგის მეშვიდე დღე
შესწავლელი მასალა გავიმეორეთ. გვეცანით მოსწავლეთა საჭიროებების მიხედვით წარმოდგენილ მასალას. თემის გათვალისწინებით შევქმენით და დავხვეწეთ მსგავსი გეგმა.
ტრენინგის მეექვსე დღე
გავიმეორეთ წინა დღეს შესწავლილი მასალა. განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები. ვიმუშავეთ მოსწავლის ბლოგზე-გვერდები და გაჯეტები. შევქმენით მოსწავლის პრეზენტაცია.
Saturday, 15 February 2014
ტრენინგის მეხუთე დღე
მასალის გამეორება
ვიდეოს გადმოტანა ბლოგში.
გავიმეორეთ და განვამტკიცეთ შესწავლილი მასალა. ვიმუშავეთ ,,youtube" დან საჭირო ვიდეო მასალის გადმოტანასა და ბლოგში ჩამატება-განთავსებაზე. ინტერნეტში მოვიძიეთ თემასთან დაკავშირებული სურათები და ჩავამატეთ ბლოგში. გავეცანით საავტორო უფლებებისა და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებს, მათი გამოყენების წესებს.
Sunday, 9 February 2014
ტრენინგის მეოთხე დღე
გავიმეორეთ და განვამტკიცეთ წინა დღეს შესწავლილი მასალა, რამაც გაგვიადვილა დღევანდელ მასალაზე მუშაობა. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმები და შევქმენით პროექტისათვის საჭირო შეფასების რუბრიკები.შევქმენით პროექტის პრეზენტაციის პორტფოლიო და ავტვირთეთ ბლოგზე.
Saturday, 8 February 2014
ტრენინგის მესამე დღე
ტრენინგი დავიწყეთ შესწავლილი მასალის გამეორებით. გადავხედეთ პუბლიკაციის მოთხოვნებს. კიდევ ერთხელ გავარჩიეთ ინსტრუმენტები ტექსტურ რედაქტორში. გადავხედეთ ჩვენ მიერ შესრულებულ პუბლიკაციას. შემდეგ ვიმუშავეთ სტანდარტის დადგენაზე, განვსაზღვრეთ პროექტის მიზანი და ამოცანები, კითხვების ტიპები და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.
Subscribe to:
Posts (Atom)